ქრისტიანე ლიხტენფელდი

მთარგმნელი

ქრისტიანე ლიხტენფელდი დაიბადა 1944 წელს, ნოიშტეტენში. 1953 წლიდან ცხოვრობს ბერლინში. დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის სლავისტიკის ფაკულტეტი. თარგმნის რუსული, პოლონური, ქართული ენებიდან. თარგმანები: მიხეილ ჯავახიშვილის “კვაჭი კვაჭანტირაძე” (1986, 1991); ოთარ ჭილაძის “რკინის თეატრი” (1988); ოთარ ჭილაძის “აველუმი” (1998); ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანი?!” (1996); თამაზ ჭილაძის “სამოთხის კვარტეტი”, რადიოპიესა (1996, 2000). ამჟამად ოთარ ჭილაძის “გზაზე ერთი კაცი მიდიოდას” თარგმანი გამოსაცემად მზადდება.