ირინა მოდებაძე

მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე

ირინა მოდებაძე დაიბადა 1953 წელს. თარგმნის სამეცნიერო ლიტერატურას, პუბლიცისტიკასა და მხატვრულ პროზას, ძირითადად ქართულიდან რუსულ ენაზე. სამეცნიერო ლიტერატურის თარგმანისთვის მიიღო გივი გაჩეჩილაძის სახელობის პრემია (2013). მუშაობს შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში. ცხოვრობს თბილისში.