ელიზაბეთ ჰაიუეი

მთარგმნელი

ელიზაბეთ ჰაიუეი ფილოსოფიას და თანამედროვე ენებს სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ამჟამად ბირმინჰემის უნივერსიტეტში, მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად, თარგმანმცოდნეობას შეისწავლის. მას შესრულებული აქვს თარგმანები ფრანგული და ქართული ენებიდან. ის არის კრებულ “თანამედროვე ქართული პროზის” შემდგენელი და მთარგმნელი, რომელიც 2012 წელს Dalkey Archive Press-მა გამოუშვა.

ამჟამად გამოსაცემად მზადდება აკა მორჩილაძის რომანის “გასეირნება ყარაბაღში” მისეული თარგმანი, რომელსაც Dalkey Archive Press გამოსცემს.