გასტონ ბუაჩიძე

მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე

გასტონ ბუაჩიძე დაიბადა 1935 წლის 21 ოქტომბერს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა ლვოვის უნივერსიტეტის (უკრაინა), ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1960 წლიდან 1990 წლამდე ის იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფრანგული ლიტერატურის პროფესორი და 1991 წლიდან 2001 წლამდე ნანტის უნივერსიტეტის, შედარებითი ლიტერატურის სწავლების ასოცირებული პროფესორი. ის თარგმნიდა ქართულ ლიტერატურას ფრანგულად და პირიქით. მისი კვლევების ძირითადი თემა იყო ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები. ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი.