ალა ახუნდოვა

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

ალა ახუნდოვა დაიბადა მოსკოვში (რუსეთი). დაამთავრა ლიტერატურის ინსტიტუტი (1964) და უმაღლესი სასცენარო კურსები (1967). რამდენიმე პოეტური და პროზაული კრებულის ავტორია, მათ შორის “Открытки с видами” (1999). 1957 წლიდან იბეჭდება მისი პოეტური შემოქმედება. თარგმნა უძველესი თურქული ეპოსი, ინგლისური, არაბული და ქართული პოეზია. არის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1970). ცხოვრობს მოსკოვში.