ჯემალ ქარჩხაძე

პროზაიკოსი

ჯემალ ქარჩხაძე დაიბადა 1936 წელს, ვანის რაიონის სოფელ უხუთში, გარდაიცვალა 1998 წელს, თბილისში. 1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1982 წლებში სხვადასხვა დროს მუშაობდა კულტურის სამინისტროში, თოჯინების თეატრსა და კინოსტუდია “ქართულ ფილმში”. პირველი მოთხრობა — “აბზიანიძეების ოჯახი” 1962 წელს გამოაქვეყნა. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებულები და რომანები. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ქარჩხაძის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია რუსულ, ჩეხურ, გერმანულ და სხვა ენებზე. დავით წერედიანთან ერთად ნათარგმნი აქვს ჰალდორ ლაქსნესის “ატომის სადგური”, ლიონ ფეიხტვანგერის “ცრუ ნერონი”, რედიარდ კიპლინგის ზღაპრები, გრიმების ზღაპრები და სხვ.

ბიბლიოგრაფია:
  • “სასწაული” მოთხრობების კრებული (1967)
  • “მეთერთმეტე მცნება” მოთხრობების კრებული (1979)
  • “მდგმური” რომანი (1979)
  • “დღე ერთი”მოთხრობების კრებული (1982)
  • “ქარავანი”რომანი (1984)
  • “ანტონიო და დავითი” მოთხრობების კრებული (1987)
  • “ზებულონი” რომანი (1988)
  • “ზღაპარი ხელმწიფის პატარა ქალისა და მწყემსი ბიჭისა” მოთხრობა (1989)
  • “იუპიტერის სინანული” მოთხრობა (1994)
  • “მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება” მოთხრობა (1998)
  • “განზომილება” რომანი (2001)
ბიბლიოგრაფია:
  • “ანტონიო და დავითი”, შვედურ ენაზე, გამომცემლობა Ruin (2013)
ჯილდოები და პრემიები:
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, რომანისთვის “განზომილება” (1999)