შოთა იათაშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, არტ-კრიტიკოსი

შოთა იათაშვილი დაიბადა 1966 წელს. 1993-97 წლებში მუშაობდა ლიტერატორთა რესპუბლიკურ ცენტრში (ლიტერატურული გაზეთები “რუბიკონი” და “მესამე გზა”) რედაქტორად. იყო “კავკასიური სახლის” გაზეთ “ალტერნატივას” მთავარი რედაქტორი,1998 წლიდან გამომცემლობა “კავკასიური სახლის” რედაქტორი. ამჟამად არის ლიტერატურული ჟურნალის “ახალი საუნჯე” მთავარი რედაქტორი. შოთა იათაშვილის ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, პორტუგალიურ, რუმინულ, რუსულ, უკრაინულ, ბელორუსულ, ესტონურ, ლატვიურ, ლიტვურ, პოლონურ, თურქულ, ალბანურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პოეტური კრებულები
  • “სიკვდილის ფრთები” (1993)
  • “ანომალიური პოეზია” (ზურაბ რთველიაშვილთან და გიორგი ბუნდოვანთან ერთად, 1993)
  • “საღეჭი რეზინა” (1994)
  • “მსუბუქი, ძალიან მსუბუქი და არც ისე მსუბუქი” (დიანა ვაჩნაძესთან ერთად, 1997)
  • “ბენზინის ყვავილები” (2000)
  • “ლექსები” (2002)
  • “ფანქარი ცაში” (რჩეული; 2004)
  • “სანამ დროა” (2006)
  • “შრამი” (2010)
პროზაული კრებულები
  • “კონტრაჟური” (1998)
  • “ყვავილთა ყვავილი და ინჟინერი” (2000)
  • “ფოტომამები” (2005)
  • “მიზიდულობა” (2012)
ლიტერატურული კრიტიკა
  • “დალაგება” (2010)
თარგმანები
  • სიუზან ზონტაგის “რადიკალური ნების სტილები” (1999)
  • ამერიკელი პოეტები (2004)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემიისა “საბა” (ნომინაციაში წლის საუკეთესო პოეტური კრებული) (2007)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” (ნომინაციაში წლის საუკეთესო კრიტიკა) (2011)
  • საერთაშორისო პრემია “Киевские лавры” (2009)
საერთაშორისო პოეტური ფესტივალები
  • “ORIENT-OCCIDENT” (რუმინეთი, კურტ-დე არჯესი, 2006)
  • “EST-OUEST” (საფრანგეთი, დი, 2006)
  • “Poetry International” (როტერდამი, 2007)
  • V და VI პოეტური ბიენალე (მოსკოვი, 2007, 2009)
  • “SOTZIA” (ტალინი, 2008)
  • “პოეზიის დღეები” (რიგა, 2008)
  • “Киевские лавры” (კიევი, 2009, 2010)
  • შავი ზღვის აუზის ქვეყნების I პოეტური ფესტივალი (თურქეთი, ორდუ, 2010)