რეზო ჭეიშვილი

პროზაიკოსი, დრამატურგი

რეზო ჭეიშვილი დაიბადა 1933 წლის 24 აპრილს, ქალაქ ქუთაისში. 1954 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის (ქართული ენა ლიტერატურა) ფაკულტეტზე, რომელიც დაასრულა 1958 წელს. სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ “პირველ სხივში” და ახალგაზრდულ ჟურნალ «ცისკარში» გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961-დან 1992 წლამდე, კინოსტუდია “ქართულ ფილმში” რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში “ცისკარი”, “საუნჯე”. 1987 წლის იანვარში ალმანახ “განთიადის” მთავარი რედაქტორი იყო მშობლიურ ქალაქ ქუთაისში.

ბიბლიოგრაფია
  • “ვაიმე, ჩემო ვენახო” მოთხრობები (1987)
  • “პირველი” მოთხრობები (1988)
  • თხზულებანი 2 ტომად (1989)
  • “ჩემი მეგობარი ნოდარი!” მოთხრობა (1990)
  • “რკინის სახკომი [სერგო ორჯონიკიძე]” (1992)
  • “დალი” რომანი (1992)
  • “ყაჩაღები” რომანი (1995)
  • “კუდიანი ვარსკვლავი” რომანი (1999)
  • “ყაჩაღები” რომანი (1999)
  • “სამი რომანი” (2003)
  • “წიფობისთვე” მოთხრობები (2003)
  • “რჩეული ნოველები” (2003)
  • “მესამე გზა: ქუთაისის შესახებ და სხვაც” (2050)
  • “გიორგობიდან გიორგობამდე” (2005)
  • “ცისფერი მთები” მოთხრობები (2006)
  • თხზულებანი შვიდ ტომად (2010-2012)
ჯილდოები და პრემიები
  • საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია ფილმის სცენარისათვის “ცისფერი მთები” (1984)
  • შოთა რუსთაველის პრემია
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ლიტერატურული პრემია “საბა” ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2012)