რატი ამაღლობელი

პოეტი

რატი ამაღლობელი დაიბადა 1977 წლის 30 მარტს, თბილისში.

2000 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი.

რატი ამაღლობელის ლექსები 1994 წლიდან პერიოდულად ქვეყნდება ქართულ და უცხოურ ლიტერატურულ გამოცემებში.

2011 წლიდან საქართველოს პენ-ცენტრის პრეზიდენტია, 2010-2011 წლებში იყო ჟურნალ “ცხელი შოკოლადის” რედაქტორი. ატარებს ყოველკვირეულ ღია ლექციებს “წიგნის სახლში”. 2005-2010 წლებში იყო საზოგადოებრივი რადიოს ლიტერატურული გადაცემის, “ხმების ისტორია”, წამყვანი.

პოეტური კრებულები:
  • “ზმნა” (2000)
  • “თუ” (2003)
  • “წრე” (2006)
  • “ლექსები” (2011)
ჯილდოები და პრემიები

ლიტერატურული პრემია “საბა”, წლის საუკეთესო პოეტური კრებული “წრე” (2006)