პაატა შამუგია

პოეტი, ლიტერატურის კრიტიკოსი

პაატა შამუგია დაიბადა 1983 წელს, აფხაზეთში. ცხოვრობს თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, უახლესი ლიტერატურის სპეციალობით. 2007 წლიდან მუშაობს სხვადასხვა გამომცემლობაში, აქვეყნებს ლექსებს პერიოდიკაში და წერს კრიტიკულ ესეებს. ფართო საზოგადოებისათვის პაატა შამუგია ცნობილი გახდა სკანდალური წიგნით “ანტიტყაოსანი”. წიგნმა სკანდალი გამოიწვია იმით, რომ განსხვავებული კუთხით წარმოადგენდა ე. წ. ქართულ ბიბლიას — “ვეფხისტყაოსანს”. მისი მეორე პოეტური კრებული “უპირატესობა”, წინა კრებულისგან განსხვავებით, არ გამხდარა სკანდალის მიზეზი, პირიქით — კრიტიკამ დადებითად მიიღო, დაიწერა რეცენზიები, სადაც ავტორს ახალი ქართული პოეზიის გამორჩეულ სახედ მიიჩნევენ. მომდევნო კრებულში “დაუჯდომელი” ავტორი რელიგიური თემების გადამუშავებითა და მძაფრი სოციო-პოლიტიკური პათოსით ამბობს სათქმელს.

პოეტური კრებულები
  • “ანტიტყაოსანი” (2007)
  • “უპირატესობა” (2010)
  • “დაუჯდომელი” (2011)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა” წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის “დაუჯდომელი” (2012)