ოთარ ჭილაძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი

ოთარ ჭილაძე დაიბადა 1933 წლის 20 მარტის, ქალაქ სიღნაღში. გარდაიცვალა 2009 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის განხრით. მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში” (1958-64). იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის რესპუბლიკური კომიტეტის პ/მგ მდივანი (1964–73), ჟურნალ “საბჭოთა ხელოვნების” მთავარი რედაქტორი (1973-81), საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის მდივანი (1981-87). 1991 წლიდან პროფესორია და დრამატურგიის კურსი მიჰყავდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტში, 1997 წლიდან ჟურნალ “მნათობის” მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები გამოაქვეყნა ალმანახში “პირველი სხივი” 1952 წელს, პირველი პოეტური კრებული “მატარებლები და მგზავრები” — 1959. მას შემდეგ მისი მრავალი წიგნი გამოქვეყნდა.

ბიბლიოგრაფია
პოეტური კრებულები:
  • “მატარებლები და მგზავრები” (1959)
  • “თიხის ფირფიტები” (1963)
  • “რკინის საწოლი” (1965)
  • “სინათლის წელიწადი”, პოემა (1967)
  • “ბავშვი უკრავდა სტუმრების თხოვნით” (1968)
  • “ცხრა პოემა” (1969)
  • “გულის მეორე მხარე” (1974)
  • “გახსოვდეს სიცოცხლე” (1984)
  • “ლექსები” (1987)
  • “მზე დეკემბერში” (1999)
  • “კიბე” (2002)
პროზა:
  • “გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” რომანი ( 1973)
  • “ყოველმან ჩემმან მპოვნელმან” რომანი (1976)
  • “რკინის თეატრი” რომანი (1981)
  • “მარტის მამალი” რომანი (1991)
  • “აველუმი” რომანი (1995)
  • “ბედნიერი ტანჯული” პუბლიცისტური კრებული (2003)
  • “გოდორი” რომანი (2003)
  • “წათეს წითელი წაღები” პიესა (2007)
თარგმანები:
  • “აველუმი”, ინგლისურ ენაზე, მთარგმნელი: დონალდ რეიფილდი, გამომცემლობა Garnett Press London (2013)
ჯილდოები და პრემიები:
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993)
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია (1997)
  • შოთა რუსთაველის სახელობის პრემია (1983)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო რომანისთვის “გოდორი” (2003)