ნუგზარ შატაიძე

პროზაიკოსი

ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. სწავლობდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში — ინჟინრად, გაზეთ “ლელო”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა “მერანი”-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ “ომეგა”-ს რედაქციის განყოფილების უფროსად. ქართული მწერლობით დაინტერესება ადრეულ ასაკში გამოავლინა. გაიტაცა რევაზ ინანიშვილის, გურამ რჩეულიშვილისა და სხვათა შემოქმედებამ მწერლობისადმი ინტერესი და სიყვარული უფრო გაუძლიერა და გაუღვივა. მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ “ცისკარში”. 1979 წელს გამოსცა მოთხრობების პირველი კრებული “მოთხრობები”.

არის მრავალი მხატვრული (“გაღმა ნაპირი” და სხვ.) და დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორი, ასევე ტელესერიალ “ცხელი ძაღლის” სცენარის თანაავტორი კოტე ჯანდიერთან ერთად.

ბიბლიოგრაფია
  • მოთხრობები (1979)
  • “მოლხინო” (1986)
  • “სოფლის ძველი სახლი” მოთხრობები (1990)
  • “ელიქარი” მოთხრობები (1996)
  • “ხელეური” (1998)
  • “მოთხრობები” (2001)
  • “ნოემბრის წვიმა” ნოველები, მინიატურები, მოთხრობები, რადიოპიესები (2004)
  • “ევროპაში რა მინდოდა” (2004)
  • “პურის მოთხრობა” (2005)
  • “ტრამვაი N7” მოთხრობები; რადიოპიესები (2005)
  • “გაღმა ნაპირი” მოთხრობები (2010)
  • “შეხვედრა” რჩეული (2010)
სცენარის ავტორი
  • მევლუდი (1985)
  • ლომა (1987)
  • პეიტარი (1988)
  • მიახლოება, სცენარის თანაავტორი რეჟისორ ალექსანდრე რეხვიაშვილთან ერთად (1989)
  • გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (2008)
რადიოდადგმები
  • მეკვლე
  • დაჭრილი წერო
  • დაბრუნება
გადაღებულია ფილმებში
  • ხარება და გოგია (1987)
  • პეიტარი (1988)
  • შუშის ნამსხვრევი (2003)
პრიზები და ჯილდოები
  • მწერალთა კავშირის პრემია (1995, 1996)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია (1996)
  • “ილიას ფონდის” პრემია
  • ლიტერატურული პრემია “საბა” ნომინაციაში “წლის საუკეთესო პროზაული კრებული” წიგნისთვის “ნოემბრის წვიმა” (2005)
  • პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (გაღმა ნაპირი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) (2009)