ნატა ვარადა (ვარადაშვილი)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი

ნატა ვარადა (ვარადაშვილი)  დაიბადა 1978 წლის 11 ივნისს, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. 1994 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, ტელეჟურნალისტიკის განხრით. 1995 წლიდან იბეჭდება ლიტერატურულ პერიოდიკაში. 2012 წელს რადიოთეატრში დაიდგა მისი რადიოპიესა “ფოკუს-მოკუს-ფრრ” (რეჟ. ზურაბ კანდელაკი), სადაც მთავარ როლს ასრულებს მსახიობი ზურაბ ყიფშიძე. რადიოპიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება, ამასთან მხატვრულ-ალეგორიული ხერხებით გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა, ასევე ციხის საკნებში პატიმართა უფლებების უკანონო შელახვა და ის დამამცირებელი პოლიტიკა, რომელიც დაკანონებული იყო ხელისუფლების მიერ 2003-2012 წლებში. ნატა ვარადას შემოქმედება მრავალწახნაგოვანია: წარმართული, მითოლოგიური და რელიგიური მოტივებით.

ბიბლიოგრაფია:
  • “ერთი საათით გვიან” (2010)
  • “დედის კერძი” (2012)
  • “Varada mudra სკნელ(ებ)ი”
  • “ესეც ეს სე” (2013)