ნაირა გელაშვილი

პროზაიკოსი, პოეტი, მთარგმნელი.

ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წლის 28 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში.

1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით.

რომანები და მოთხრობების კრებულები:
  • “დედის ოთახი”
  • “მთვარით განათებული ბაღი”
  • “ტრაგიკული გრადაცია”
  • “წინწკლების ქოხი”
  • “სარკის ნატეხები”
  • “ამბრნი, უმბრნი და არაბნი”
  • “მოთხრობები”
  • “მე ის ვარ”
პოეტური კრებულები:
  • “სიმშვიდის, მწუხარებისა და ნუგეშის შესახებ” (ოთხი პოემა. 1997);
  • “დრო, პური და ღვინო” (ლექსების, პოემებისა და სიმღერების კრებული. 2006)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო რომანისთვის “პირველი ორი წრე” (2010)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო რომანისთვის “მე ის ვარ” (2013)