მიხო მოსულიშვილი

მწერალი

მიხო (მიხეილ) მოსულიშვილი დაიბადა 1962 წლის 10 დეკემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1981-1984 წლებში სწავლობდა უნივერსიტეტის მეორად ფაკულტეტზე, სპეციალობით — კინოდრამატურგია (ერლომ ახვლედიანის და დავით აგიაშვილის სახელოსნო). პირველი მოთხრობა, “ტყის კაცი”, 1984 წელს ჟურნალ “ცისკრის” დამატება “ნობათში” გამოაქვეყნა.

ბიბლიოგრაფია
  • “კაცი” ტრაგედია (1988)
  • “მთვარიანი დღის ფრესკები” მოთხრობები, ნოველები და მინიატურები (1990)
  • “სივრცე ვერტიკალში” მოთხრობები, ნოველები და მინიატურები (1997)
  • “უჟამო ჟამის რაინდი” რომანი (1999)
  • “ფრენა უკასროდ” პიკარესკული რომანი (2001 , 2007)
  • “ბენდელა” დოკუმენტური რომანი (2003)
  • “გედები თოვლქვეშ” მინიატურები (2004)
  • “თითქმის პიკასო და ცოტა ბოსხი” პიესები (2010)
  • “ვაჟა-ფშაველა” ბიოგრაფიული რომანი (2011)
  • “მადლის ქვა” მოთხრობები (2011)
  • “ჰელესა, ანუ ელი ელობდა, მელი მელობდა, ზღვა ფოფინობდა…”ლაზური საზღვაო კინორომანი (2012)
  • “არსაიდან არსაითკენ” ბევრი ერთი ციდა და ერთიც დიდი მოთხრობა (2012)
  • “სულის მდინარე” ნოველები (2012)
პიესები
  • ბედის საზღვარი (1995)
  • თეთრი ლაშქარი (1997)
  • ცეკვა მკვდრებით (2005)
  • არავის ვეყმოთ, არცა ვემონოთ, გარეშე ღვთისა დამბადებლისა (2010)
  • ფლიუგერი არსაით (2010)
  • ჩემო მეჟოლია (2012)
  • ვაჟა-ფშაველა (2012)
კინოსცენარები
  • ნუ ოდეს დამივიწყებთ დავითს (დავით აღმაშენებელი) — დოკუმენტური ფილმის სცენარი (2010)
თარგმანები
  • ბორის აკუნინი “აზაზელი” (2004)
  • ბორის აკუნინი “ლევიათანი” (2006)
  • გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსი ” თორმეტი კეისრის ცხოვრება” (2012)
  • ანრი გიდელი “პიკასო” ბიოგრაფიული რომანი (2013)
ჯილდოები და პრემიები
  • საქტელერადიოს პრემია რადიოპიესისათვის (1987)
  • ღირსების მედალი (1998)
  • თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოს და წიგნის მოყვარულთა კავშირ “ბესტსელერის” პრემია, რომანისათვის “უჟამო ჟამის რაინდი” (1998)
  • მწერალთა კავშირის პრემია პიესისთვის “თეთრი ლაშქარი” (1998)
  • ინტერნეტჟურნალ “კვალის” პრემია პიესისთვის “დამბაჩა” (2003)
  • საერთაშორისო ლიტერატურული კონკურსის, “ბეკარის” [(ლიტერატურული ნაწარმოებები მუსიკაზე) პრემია ნომინაციაში “ჯაზი და როკ-მუსიკა: პროზა” მოთხრობისათვის “ურაკპარაკი” (“Глухомань” — მთარგმნელი მაია ბირიუკოვა), მოსკოვი (2005)
  • ლიტერატურული კონკურსის “ფორმულა-ნლო”-2006-ის (პროზა) დიპლომი და პრემია, ათენი (2006)
  • ლიტერატურული კონკურსის “ხერთვისის” პრემია (პროზა) და სკულპტურა (2007)
  • ლიტერატურული პრემია “გალა” ბიოგრაფიული რომანისათვის “ვაჟა-ფშაველა” (2011)
  • ლიტერატურული კონკურსის “ლიტბუნიობის” პრემია მოთხრობისათვის “მერვე ტყვია” (2008)
  • თუმანიშვილის სახელობის ფონდის, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის და ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ერთობლივი პროექტის “ახალი ქართული პიესა 2012”-ის პრიზი ერთმოქმედებიანი მითორიტუალური პიესისავის “ვაჟა-ფშაველა, ანუ უნახავის დანახვა” (2012)