მაკა ლდოკონენი

პროზაიკოსი, ჟურნალისტი, მხატვარი

მაკა ლდოკონენი დაიბადა თბილისში 1970 წლის 13 ნოემბერს; დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი — ჟურნალისტიკის ფაკულტეტი; მისი მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა პერიოდულ გამოცემებში: გაზეთში “წიგნები” (24 საათის ლიტერატურული დამატება); ჟურნალში “ჩვენი მწერლობა”; ჟურნალში “ლიტერატურული პალიტრა” და ა.შ.

წიგნები
  • “ქიშმიშიანი ამბები”. მოთხრობების კრებული (2009)
  • “ბიშეს ბალიშები”. მოთხრობების კრებული (2013)
პრემიები და ჯილდოები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში, მოთხრობების კრებულისთვის “ქიშმიშიანი ამბები” (2010)