ლია სტურუა
პოეტი
ლია სტურუა დაიბადა 1939 წლის 15 მაისს თბილისში. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტი. სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე — “ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში”. უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში მუშაობდა უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1999 წლიდან გ. ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურული კონსულტანტია.
ლია სტურუას ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.
პოეტური კრებულები
- “ხეები ქალაქში” ლექსები (1962)
- “ლექსები და პოემები” (1986)
- “სონეტები” (1987)
- “ფიქრები მზის მიწურულში” ლექსები (1989)
- “ბედნიერი სიჩუმე” (1996)
- “ასი სონეტი და სხვა” (1999)
- “რძეში ჩავარდნილი ქვა” (2002)
- “100 ლექსი” (2008)
- “დავიწყების დღე” (2012)
პროზაული კრებულები
- “ბედნიერი სიჩუმე”
- “რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი)
ჯილდოები და პრემიები
- საქართველოს სახელმწიფო პრემია
- გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
- ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული “დავიწყების დღე” (2013)