ლეო ნაფტა

პოეტი

ლეო ნაფტა დაიბადა 1983 წლის 2 დეკემბერს, თბილისში. დაამთავრა თეატრალური უნივერსიტეტის კინოსასცენარო ფაკულტეტი. მისი ლექსები პირველად გიორგი კეკელიძის ჟურნალში “ლ’ილ” გამოქვეყნდა. თავის მეგობრებთან — მიშა ბახსოლიანთან, ზურა ჯიშკარიანთან (იგივე ზომბი), პაატა შამუგიასთან და ავთო ხურციძესთან ერთად არტ-ჯგუფი “ლაბორატორია” შექმნა. ახალგაზრდა მწერლები ერთად აწყობდნენ ლიტერატურულ საღამოებსა და არტ-პერფორმანსებს.