ლელა სამნიაშვილი

პოეტი, მთარგმნელი

ლელა სამნიაშვილი დაიბადა 1977 წელს. 1994-97 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ინგლისური ენის ფაკულტეტზე, ხოლო 1999-2000 წლებში — სინქრონული თარგმნის განყოფილებაში. 2005-07 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში. 2001-03 წლებში ამერიკულ ლიტერატურას სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი პოეტური ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა “არილში”, “ალტერნატივაში”, “ლიტერატურაში”, “ჩვენს მწერლობაში” და სხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 1996 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს და თარგმანებს (ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი, სილვია პლათი, ტედ ჰიუზი, სალმან რაშდი, ჯონ აპდაიკი, იზაბელ ალიენდე და სხვ.).

ბიბლიოგრაფია
  • “ფოტო-აბები” ლექსები (2000)
  • “გველის წელიწადი” ლექსები (2004)
  • “მუდმივი ტატუ” ლექსები (2006)
  • “ფრაქტალები” ლექსები (2010)