ლაშა თაბუკაშვილი

მწერალი, დრამატურგი

ლაშა თაბუკაშვილი დაიბადა 1950 წლის 23 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს იყო მწერალთა კავშირის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილების რეფერენტი, კინომსახიობთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგე. ჟურნალ “XX საუკუნესთან” დააარსა მწერალთა კავშირის კლუბი “XX საუკუნე” (1998). მისი ბიოგრაფია შეტანილია იუჯინ ო’ნილის სახელობის დრამატურგთა ცენტრის კატალოგში “100 ყველა დროის ცნობილი დრამატურგი “.

წიგნები
  • “თოვლივით თეთრი თოვლი” ( 2001)
  • “მერე რა, რომ სველია, სველი იასამანი”: პიესა 2 მოქმედებად (1999)
  • “შენსკენ სავალი გზები”: პიესები (1985)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
  • თეატრალური პრემია “დურუჯი” (2010)
  • საუკეთესო ქართული თანამედროვე პიესა”ათვინიერებენ მიმინოს” (“სულის სამჭედლო, ანუ სისხლი სისხლის წილ”)
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (2005)
  • წლის საუკეთესო პიესა (“დარაბებს მიღმა გაზაფხულია”)