ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი

ლაშა ბუღაძე დაიბადა 1977 წლის 1 ნოემბერს, თბილისში.

დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო კოლეჯი (ფერწერა-გრაფიკის სახელოსნო), თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოდრამატურგიის ფაკულტეტი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

მოთხრობები:
  • “ყუთი” (1998)
  • “საუკუნის მკვლელობა” (მცირე პროზა, თეატრალური სკეტჩები, 2000)
  • “მესამე სართული” (2003)
რომანები:
  • “ბოლო ზარი” (2004)
  • “ოქროს ხანა” (2006)
  • “კარიკატურისტი” (2008)
  • “ლიტერატურული ექსპრესი” (2009)
თარგმანები:
  • “ლიტერატურული ექსპრესი”, ინგლისურ ენაზე, მთარგმნელი: მაია ყიასაშვილი, გამომცემლობა Dalkey Archive Press (2013)
პიესების კრებულები:
  • “25 პატარა პიესა” (2005)
  • “ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” (2006)
  • “ნაფტალინი” (2007)
  • “ოთარი და სხვა პიესები” (2008)
  • “თავი” (2010)
სცენარები:
  • ყოველდღიური სატელევიზიო სერიალი “ძილის წინ” (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხი, 2000-2002)
პიესები:
  • “ოთარი” (1998, “თეატრალური სარდაფი”, თბილისი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “ის სკამი და აი, ეს საწოლი” (2001, ლონდონი, Riverside Studio, რეჟ. დ. გურჯი)
  • “La Comédie Française” (2001, შვიდწუთიანი პიესების ფესტივალი, თბილისი-პარიზი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “პოლიტიკური პიესა” (2001, ბიდგოშჩი (პოლონეთი), რეჟ. ა. ორეხოვსკი)
  • “კაპრიჩიო” (2001, თბილისი, “პატარა თეატრი”, რეჟ. ლ. წულაძე)
  • “აღშფოთებული ტატიანა” (2003, მოსკოვის სამხატვრო თეატრი, “ახალი დრამის” ფესტივალი, რეჟ. მ. უგაროვი)
  • “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2003, თბილისი, “სამეფო უბნის თეატრი”, რეჟ. გ. თავაძე)
  • “პრეზიდენტი და დაცვის ბიჭი” (2006, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. რ. სტურუა)
  • “სულიერი არსებები, სულიერი პროცესები + უსულო საგნები” (2007, თბილისი, რუსთაველის თეატრი, რეჟ. დ. საყვარელიძე)
  • “ნაფტალინი” (2008, ბათუმი, რეჟ. რ. იოსელიანი)
  • “შვიდი პ. პ. (პატარა პიესა)” (2010, თბილისის მ. თუმანიშვილის სახ. თეატრი, რეჟ. ზ. გეწაძე)
  • “ციცინოს სამყარო” (2010, Le Plessis théâtre La Riche, საფრანგეთი, რეჟ. კ. შვარცენბერგი)
  • “ვიდრე მთავარ გმირს ეძინა” (2010, ფოთი, რეჟ. ი. გოგია)

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია ქართულ, რუსულ, სომხურ, ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ ენებზე.

ლაშა ბუღაძის კარიკატურებისა და გრაფიკული ნამუშევრების პერსონალური გამოფენები გაიმართა ბაზელსა (შვეიცარია, 1995) და თბილისში (“ბაია-გალერეა”, 1996).

მიჰყავს სატელევიზიო და რადიოგადაცემები საქართველოს ტელევიზიისა თუ რადიოს სხვადასხვა არხზე, უძღვება ყოველკვირეული სვეტს “კომენტარები მთავარზე” გაზეთ “24 საათში” ყოველკვირეულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სვეტს ჟურნალში “ტაბულა” და ყოველკვირეულ ლიტერატურულ-საზოგადოებრივ სვეტს ჟურნალში “ლიბერალი”.

ჯილდოები და პრემიები:
  • გაბროვოს (ბულგარეთი) კარიკატურისტთა ფესტივალი (1989)
  • ლიტერატურული პრემია “წინანდალი” წლის საუკეთესო პიესისათვის “ოთარი” (1999)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” წლის საუკეთესო პიესისათვის “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2003)
  • საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის პრემია პიესისათვის “ნუგზარი და მეფისტოფელი” (2004)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ “პარნასის” პრემია “წლის ბესტსელერი” რომანისათვის “ბოლო ზარი” (2005)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” რომანისათვის “ოქროს ხანა” (2006)
  • წიგნის მაღაზიათა ქსელ “პარნასის” პრემია “წლის ბესტსელერი” რომანისათვის “ოქროს ხანა” (2007)
  • რუსული სახელოვნებო პრემია “ტრიუმფი” დრამატურგიაში (2007)
  • ბრიტანული რადიო BBC-ის პრემია რადიოპიესისათვის “როცა თავს ესხმიან ტაქსისტებს” (2007)
  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კონკურსის “თხუთმეტი საუკეთესო მოთხრობის” მეორე პრემია (მოთხრობისათვის “საშინაო დავალება: როსტომ-ხანი”, 2010)
  • თეატრალური პრემია “დურუჯი” 2011 წელს სცენაზე განხორციელებული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესისათვის (“ნაფტალინი”)
  • BBC-ს რადიოპიესების კონკურსის 2011 წლის გამარჯვებული (პირველი პრემია) პიესისათვის “ნავიგატორი” (ინგლ. თარგმანი მაია ყიასაშვილი).