კოტე ჯანდიერი

პროზაიკოსი, სცენარისტი

კოტე (კონსტანტინე) ჯანდიერი დაიბადა 1958 წლის 23 მაისს, თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში მუშაობდა საშუალო სკოლის მასწავლებლად, 1979-1990 წლებში – ბოტანიკის ინსტიტუტის უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1989-1994 წლებში იყო კინოსტუდია “შემოქმედის” რედაქტორი, კინოკონცერნ “ქართული ფილმის” სამხატვრო საბჭოს წევრი, თსუ ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის პედაგოგი. არის მწერალთა კლუბ “XX საუკუნე”-ს წევრი. კოტე ჯანდიერის მოთხრობა “განსხვავებული კალიბრის ვაზნა” შეტანილია გერმანიაში გამოქვეყნებული ქართული პროზის ანთოლოგიაში.

ბიბლიოგრაფია:
  • “ცუდი ბიჭების ცხოვრებიდან” მოთხრობების კრებული (1995)
  • “ქართული ნაციონალური ბალეტი” (1996)
  • “კონკიას ღამე” მოთხრობების კრებული (2010)
სცენარები:
კინო
  • “3-1” (1983)
  • “მეჯლისი გაყიდულ სახლში” (1985)
  • “მახარე” (1986)
  • “სიკეთის ტელეფონი” (1986)
  • “ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან” (1988)
  • “პიესა ოთხი ხელისათვის” (1989)
  • “ტრასა” (1991)
  • “გზაჯვარედინი” (1991)
  • “ორფეოსის სიკვდილი” (1996)
  • “წარსულის აჩრდილები” (1996)
  • “სიყვარული ვენახში” (2000)
  • “ეს ერთჯერადი ნივთები” (2007)
ტელევიზია
  • “ცხელი ძაღლი” (სერიალი) სცენარის თანაავტორი, ნუგზარ შატაიძესთან ერთად – ტელეკომპანია “იმედი”, (2008–2009)
რადიოთეატრი
  • “მაგიდაზე დატოვებული ბარათები”
  • “დაპატიჟება კინოში”
ჯილდოები და პრემიები:
  • მწერალთა კავშირის პრემია საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის (1992)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” მოთხრობების კრებულისთვის “კონკიას ღამე” (2010)