კოტე ყუბანეიშვილი

პოეტი, მთარგმნელი

კოტე ყუბანეიშვილი დაიბადა 1951 წელს, თბილისში. აქტიურად მოღვაწეობს მე-20 საუკუნის ბოლოდან. სამოღვაწეო სარბიელზე გამოჩნდა 1990 წელს, როდესაც გამოვიდა “რეაქტიული კლუბის” კრებული. 1999 წელს გამოსცა წიგნი “დამოუკიდებილობა”, ა. დარჩიაშვლთან ერთად. მისი პოეზია საქართველოსთვის და გარე სამყაროსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებს ეხება. კოტე ყუბანეიშვილის ლექსებიდან ამონარიდებით და სლოგანებით გაფორმებული მაისურები დიდხანს პოპულარული იყო ქართველ ახალგაზრდებში. სხვადასხვა დროს ნათარგმნი აქვს ამერიკელი, ინგლისელი და რუსი პოეტების ლექსები, ასევე გერმანული ბალადები. მის საუკეთესო თარგმანთა შორისაა ედგარ პოს, ვლადიმერ მაიაკოვსკის და ოსიპ მანდელშტამის პოეზია. მისი ლექსები იბეჭდებოდა ჟურნალ “XX საუკუნეში”.

ბიბლიოგრაფია:
  • “დამოუკიდებილობა” (ალიკა დარჩიაშვილთან ერთად) (1999)
  • 58 (ლექსები) (2009)
  • Russia WarEra (რაშავორერა): პოემები, ლექსები (2009)
  • თარგმნილი ლექსები (2010)
  • KOTEBOOK: (ლექსები) (2010)