ირმა შიოლაშვილი

პოეტი, მთარგმნელი

ირმა შიოლაშვილი დაიბადა 1974 წლის 29 მარტს დედოფლისწყაროს რაიონში. 1991 წელს დაამთავრა დედოსფლისწყაროს პირველი საშუალო სკოლა, 1996 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის და ბონის ფრიდრიხ ვილჰელმის სახელობის უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრაზე ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: “მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ქართული და გერმანული პოლიტიკური ლირიკა”.

ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. არის ევროპელ მწერალთა გაერთიანება “კოლგეს” წევრი.

პოეტური კრებულები:
  • “არარსებული სიტყვა” (1992)
  • “ცრემლის ნაფეხური” (2002)
  • “ფოთლების ხიდი” (2009)