ირაკლი სამსონაძე

მწერალი, დრამატურგი

ირაკლი (ლაშა) სამსონაძე დაიბადა 1961 წლის 31 მაისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1978-1983). 1985 წელს ჟურნალ “ხელოვნებაში” გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა “შუაღამისას”. 1992-96 წლებში იყო ალმანახ “დრამატურგიის” მთავარი რედაქტორის მოადგილე, ხოლო 1996-98 წლებში — ამავე ალმანახის მთავარი რედაქტორი. 1988-1989 წლებში მუშაობდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” შემოქმედებით სახელოსნოში, რომელსაც რეზო თაბუკაშვილი ხელმძღვანელობდა. შექმნილი აქვს სცენარები.

ბიბლიოგრაფია:
  • “ტრიპტიქი” (2000)
  • “გარეუბანი” (2003)
  • “ყურთბალიში” (2004)
  • “ინდაურის კვერცხი” (2004)
  • “ლეას საათი” (2011)
სცენარები ფილმებისთვის:
  • “ეტლი შარაგზაზე”, რეჟისორი დავით ქვარცხავა (1989)
  • “დოგა დოგა”, რეჟ. დავით ქვარცხავა (2006)
საქართველოს თეატრებში დადგმული სპექტაკლები:
  • “შუაღამისას”, ახალციხის თეატრი, რეჟისორი გ. მაცხონაშვილი (1985)
  • “ბედნიერი ბილეთი”, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორი გია ანთაძე (1986-87)
  • “ბედნიერი ბილეთი”, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟ. შალვა გაწერელია (1986-87)
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, რეჟისორი შალვა გაწრელია (1990-91)
  • “შუაღამისას”, ახმეტელის თეატრი, რეჟისორი მარლენ ბესტავაშვილი (1986-87)
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, ახმეტელის თეატრი, რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი (1991-92)
  • “აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე”, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორები: გოგა თავაძე და გ. ბარაბაძე, დადგმის ხელმძღვანელი რობერტ სტურუა (1990-91)
  • “იქ სადაც ღვარად მოედინება”, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორი გ. თავაძე (1995-96)
  • “იქ, სადაც ღვარად მოედინება”, რუსთავის დრამატული თეატრი, რეჟისორი კ. აბაშიძე (1995-96)
  • “ტელეშოუ მიწისძვრის სინდრომით დაავადებულთათვის”, რუსთავის დრამატული თეატრი, რეჟისორი ლ. სვანაძე (1996-97)
  • “ინდაურ ინდიკოს საახალწლო თავგადასავალი”, საბავშვო ზღაპარი რეჟისორი კ. აბაშიძე (1996-97)
  • “აბეშურა — ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი”, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, რეჟისორი ნუგზარ ლორთქიფანიძე (2003-04)
  • “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა”, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი, რეჟისორი ნ. ლორთქიფანიძე (2005-06)
  • “ხილვები გზაგასაყართან”, ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი ალექსანდრე ქანთარია (2003-04)
  • “საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში”, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი (2005-06)
  • “ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი”, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორები: რობერტ სტურუა, ანდრო ენუქიძე (2006, 2007 და 2010)
  • პირველი ქართული თეატრალური სერიალი “13-12=1″ (რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის ექსპერიმენტული სცენა). (სერიალის ავტორი — ი. სამსონაძე, რეჟისორი — ნ. ხუსკივაძე, დადგმის ხელმძღვანელი რ. სტურუა) (2007)
  • “მეხუთე პერსონაჟი”, ახმეტელის თეატრი, რეჟ. გ. შალუტაშვილი (2007-08)
  • “მეხუთე პერსონაჟი”, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი გ. შალუტაშვილი (2007-08)
  • “სიყვარული კვარცხლბეკზე”, “თეატრში ათონელზე”, რეჟისორი ანდრო ენუქიძე (2007)
  • “კონსენსუსი”, რეჟისორი დ. ქვარცხავა (2008)
  • “ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით” (კომიკური იგავი ერთ მოქმედებად, გიორგი თავაძესთან თანაავტორობით)
  • “დაბოლილი მთვარე გაპრიალებულ იატაკზე” (ირაკლი სამსონაძის და გოგა თავაძის კომიკური იგავი), შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი, რეჟისორი გოგა თავაძე (2009-10)
ჯილდოები და პრემიები:
  • სახელმწიფო პრემია ლიტერატურის დარგში (პიესების კრებული “ტრიპტიქი”) (2001)
  • ლიტერატურული პრემია “კვალი” მცირე რომანისთვის “ყურთბალიში” (2002)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” საუკეთესო პიესისთვის (მონოპიესა “ბებო მარიამი, ანუ ტრადიციული ქართული სუფრა” (2005)
  • სრულიად საქართველოს ისტორიულ-ლიტერატურული პრემია “დავით აღმაშენებელი” პიესისთვის “აბეშურა — ფარნავაზიანთა უკანასკნელი დედოფალი” (2010)
  • მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის კონკურსზე “ახალი ქართული პიესა” პირველი პრემია პიესისთვის “კლინიკური ქორწინება” (2010)