ირაკლი კაკაბაძე

მწერალი, პერფომანს-არტისტი

მისი მოთხრობები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ჟურნალ-გაზეთებში. 2008 წლიდან ირაკლი კაკაბაძე ცხოვრობს ნიუ იორკში, აშშ, სადაც მან შეიმუშავა ახალი მეთოდი, რომელშიც პერფორმანსი და სოციალური მეცნიერებები გააერთიანა და “ტრაგედიის გადააზრება”, ან “ტრანსფორმაციული პერფორმანსი” უწოდა. ის, ასევე, პირველი იყო, ვინც მრავალენოვანი პერფორმანსის სტული შემოიტანა, რომელსაც პოლიფონიური დისკურსი ეწოდა.

წიგნები:
  • “ალეგრო” (2000)
  • “კანდიდატი ჯოყოლა” (2005)
  • “კომპასიონატა” (2004)
ჯილდოები და პრემიები:
  • Oxfam/Novib PEN-ის პრემია აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის (2009)
  • ჟურნალ “ცისკრის” პრიზი რომანისთვის “ალეგრო” (1990)