თეონა დოლენჯაშვილი

პროზაიკოსი, სცენარისტი, ესეისტი

თეონა დოლენჯაშვილი დაიბადა 1972 წელს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის და კინოსარეჟისორო ფაკულტეტები. რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ქართულ ტელევიზიაში მხატვრული გადაცემების ავტორად და წამყვანად, ხოლო ქართულ პრესაში მუშაობის პერიოდში იყო რეპორტიორი, ხოლო შემდეგ პოლიტიკური და საზოგადოებრივი მიმომხილველი. პრესაში მუშაობის პერიოდში მოპოვებული აქვს “მკითხველთა სიმპათიის” და “წლის ყველაზე რეზონანსული წერილის ავტორის” პრიზები. ჟურნალ “ფოკუსსა” და გაზეთ “24 საათში” მიჰყავს საავტორო რუბრიკები “საუბრები ლიტერატურაზე.” მისი მოთხრობები ნათარგმნია გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აზერბაიჯანულ ენებზე და გამოქვეყნებული ამავე ქვეყნების სხვადასხვა კრებულში. მისი მოთხრობის, “ფიდაის” მიხედვით 2005 წელს რეჟისორმა გიო მგელაძემ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

წიგნები:
  • “იანვრის მდინარე”, მოთხრობების კრებული (2005)
  • “მემფისი”, რომანი (2008)
ჯილდოები და პრემიები:
  • გაზეთ “პარნასის” პრიზი საუკეთესო მოთხრობისთვის, “ფიდაი” (2004)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” წლის საუკეთესო დებიუტისთვის, მოთხრობების კრებული “იანვრის მდინარე” (2006)
  • ლიტერატურული პრემია “საბა” წლის საუკეთესო რომანისთვის “მემფისი” (2009)