თამრი ფხაკაძე

პროზაიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი

თამრი (თამარ) ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წლის 28 ივლისს. 1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1980 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში, ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში. დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები. არის გამომცემლობა “ტრიასის” მთავარი რედაქტორი. 2012 წლის მარტში თამრი ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის, “ურაკპარაკის” სალიტერატურო კონკურსის, “ლიტბუნიობა” (პროზა) ჟიურის წევრი.

ბიბლიოგრაფია
პროზა
  • “სანამ დაგვიძახებენ” პროზაული კრებული (2003)
  • “(შ)ორი მე” რომანი (2005)
  • “ვნებანი” პროზაული კრებული (2006)
  • “გაფრენა” პიესა (2007)
  • “ჩვენ სამნი და ანგელოზი” რომანი (2007)
  • “CV” რომანი (2009)
  • “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” მოთხრობა (2010)
  • “სამნი მზის ქვეშ” რჩეული მოთხრობები (2011)
საბავშვო ბიბლიოგრაფია
  • “ხაჭაპური” საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული (2007; 2009)
  • “ხაჭაპური” საბავშვო პოემა (2010)
  • “გიო აფრიკაში” საბავშვო პოემა (2011)
  • “გლობუსას და ლუკას თავგადასავალი” ვრცელი სათავგადასავლო ზღაპარი (2011)
  • “მხიარული მატარებელი” საბავშვო პოემა (2012)
  • “მოძრავი ციფრები” მოძრავფიგურებიანი წიგნი, ლექსების ავტორი (2012)
  • ” სამი საახალწლო ზღაპარი” ზღაპრების კრებული (2012)
  • “ანბანთქება” ლექსები (2012)
  • “ილუსტრირებული კალენდარი ბავშვებისთვის” ლექსების ავტორი (2012)
თეატრალური დადგმები
  • “ხავსისქუდას ოინები”, თოჯინების სახელმწიფო აკადემიური თეატრი (2005)
  • “გაფრენა”, ხულოს თეატრი, რეჟ. როინ სურმანიძე (2009)
  • “გაფრენა”, ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟ. ზურაბ ხვედელიძე (2010)
  • მოთხრობა “ომი თუ მშვიდობა” დაიდგა მინისპექტაკლად “წიგნის სახლში” დავით დეფი გოგიბედაშვილის და თამრი ფხაკაძის მონაწილეობით.
  • “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრი, რეჟისორი მამუკა ცერცვაძე (2010)
  • “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში”, თავისუფალი თეატრი, რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი (2011)
რადიოდადგმები
  • “გაკვეთილი”, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე (2002)
  • “სანამ დაგვიძახებენ”, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე (2004)
ჯილდოები და პრემიები
  • გამომცემლობა “დიოგენეს” კონკურსის გამარჯვებული სერიული ზღაპრისთვის “პატარა ბაყაყის, კიკის ამბები” (1996)
  • მეორე პრემია ლიტერატურულ კონკურსში “ლუარსაბ თათქარიძე” ნოველისთვის “ჟამი არს რისა?” (2001)
  • მესამე პრემია მოთხრობისათვის “გაკვეთილი” გამომცემლობა დიოგენეს კონკურსში “პენ-მარათონი 2002” (2002)
  • ასოციაცია “კვალის” სალიტერატურო კონკურსის შედეგებით, მოთხრობა “ორმაგი დღე” შევიდა გამარჯვებულ ხუთეულში (2003)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში “წლის საუკეთესო დებიუტი”, მოთხრობების კრებულისთვის “სანამ დაგვიძახებენ” (2004)
  • გაზეთ “კვირის პალიტრის” სპეციალური პრემია მოთხრობისთვის “ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” (2005)
  • “ოქროს ბუმბული” საბავშვო რომანისთვის “გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები…” (2009)