თამთა მელაშვილი

პროზაიკოსი

თამთა მელაშვილი დაიბადა 1979 წელს, ამბროლაურში, სკოლაც იქვე დაამთავრა, შემდეგ კი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. მუშაობდა რამდენიმე ადგილას, 1 წელი გერმანიაში გაატარა, შემდეგ ისევ სამშობლოს დაუბრუნდა. შემდეგ ბუდაპეშტში წავიდა, სადაც მაგისტრის ხარისხზე მუშაობდა, გენდერული კვლევების თემაზე. წერდა ბავშვობიდან. პირველი ნაწარმოები ვებ-პორტალ www.literatura.ge-ზე გამოქვეყნდა. 2006 წელს, ამავე პორტალის კონკურსში გამარჯვებული მოთხრობა კრებულში შეიტანეს. იგივე მოთხრობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ დაბეჭდა იმავე წლის ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”. ლიბ.გე-სა და გამომცემლობა “სიესტას” ერთობლივ კრებულში, 2008 წელს, შევიდა მისი კიდევ ერთი მოთხრობა, რომელიც 2009-ში ისევ გაიმეორა ბაკურ სულაკაურმა ანთოლოგიაში “15 საუკეთესო”.

ბიბლიოგრაფია
  • “გათვლა” (2010)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული კონკურსის “წერო” ჟიურის პრიზი
  • ფრანკფურტის გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის პრემია, წიგნისთვის “გათვლა” (მთარგმნელ ნათია მიქელაძე–ბახსოლიანთან ერთად)