თამაზ ექვთიმიშვილი

მწერალი, დრამატურგი

თამაზ ექვთიმიშვილი დაიბადა 1956 წელს, თბილისში. 1972-1977 წლებში სწავლობდა თსუ ქიმიის ფაკულტეტზე. მისი მოთხრობები ქვეყნდება პერიოდულ გამოცემებში (“ლიტერატურული საქართველო”, “მნათობი”, “ცისკარი”, “არილი”, “პარნასი”, “24 საათი”, “ცხელი შოკოლადი”, “ლიტერატურული პალიტრა”). მისი ნოველები და პიესა შეტანილია სხვადასხვა ალმანახებში (მათ შორის “მოწმე” — “ალაზანი” (1999), “დასასრული” — “ფორუმი” (2001), “…ერთხელ დავკალი მამალი” — “15 საუკეთესო ქართული მოთხრობა” (2004), “პუანტები” (პიესა) — “10 საუკეთესო ქართული პიესა” — 2010), “ჰონორარი” — “უახლესი ქართული პროზის ანთოლოგია” (2010).

წიგნები:
  • “ჟირაფები ზამთარში” — პროზაული კრებული (1995)
  • “მოწმე” – პროზაული კრებული (1999)
  • “აქ, ამ ქალაქში” — რომანი (2010)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში — დრამატურგია (2011)