ზურაბ ქარუმიძე

პროზაიკოსი, კულტუროლოგი

ზურაბ ქარუმიძე დაიბადა 1957 წელს, თბილისში. დაამთავრა თსუ დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით. 1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე “მახვილგონიერების ფენომენი ჯონ დონის პოეზიაში.” პირველი მოთხრობა 1990 წელს გამოაქვეყნა გაზეთში ლიტერატურა და სხვა. 1995 წელს ლიტერატურულ ალმანახში “ახალი დროება” დაიბეჭდა მისი პროზაული პოემა “გიჟი მექუდე”. გამოქვეყნებული აქვს ნარკვევები ფილოსოფიურ და კულტუროლოგიურ საკითხებზე. იყო “ახალი დროების” და ინგლისურენოვანი ჟურნალების Georgia/Caucasus Profile-ს და Caucasus Context-ის თანარედაქტორი.თანამშრომლობს ვაშინგტონის უნივერსიტეტთან სენტ ლუისში (აშშ) და რადიოსთან “სინდიკატი 104.3.”

ბიბლიოგრაფია:
  • “ოპერა”, მოთხრობათა კრებული (1988)
  • “ღვინომუქი ზღვა”, რომანი (2000)
  • “თხა და გიგო”, რომანი (2003)
  • Dagny or a Love Feast“, რომანი ინგლისურ ენაზე (2006)
  • “ჯაზის ცხოვრება”, დოკუმენტური პროზა (2009)
  • “მელია-ტულეფია Fox-Trot” (2011)
  • “ბაში-აჩუკი ანუ მობი დიკი” (2013)
თარგმანები:
  • “Dagny or a Love Feast”, ინგლისურ ენაზე, გამომცემლობა Dalkey Archive Press (2013)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, წიგნისთვის “ჯაზის ცხოვრება” (2010)