ზურაბ ლეჟავა

პროზაიკოსი

ზურაბ ლეჟავა დაიბადა 1960 წელს, თბილისში. წერს ქართულ და რუსულ ენებზე. ავტორია ორი რომანის და რამდენიმე მოთხრობის. მისი მოთხრობა “მაცივარი სექსის წილ” შესულია 2011 წლის “საუკეთესო ევროპული მოთხრობების” კრებულში, რომელიც ილინოისის ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა “Dalkey Archive Press“-მა დასტამბა. მისი მოთხრობები არაერთხელ მოხვდა ყოველწლიურ კრებულში “15 საუკეთესო მოთხრობა”.

წიგნები
  • “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” (2009)
  • “უხურდავებელი მონეტა” (2011)
  • “სინაღდე სიყალბისა” (2012)
  • “ჯადოსნური ცხვირსახოცი” (2013)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “გალა”, ნომინაციაში “წლის წიგნი”, პროზაული კრებულისთვის “ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში” (2010)