ზვიად რატიანი

პოეტი, მთარგმნელი

ზვიად რატიანი დაიბადა 1971 წელს, თბილისში. თარგმნის ინგლისურ და გერმანულენოვან პოეზიას (ელიოტი, პაუნდი, ფროსტი, სენდბერგი, ოდენი, ლოუელი, სტრენდი, უოლკოტი, სიმიკი, ჰინი, რილკე, ცელანი და სხვ.). მისი ლექსები ნათარგმნია ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, აზერბაიჯანულ, უკრაინულ და სხვა ენებზე.

პოეტური კრებულები
  • “გამომიგონე” (1993)
  • “ჩურჩულის გაკვეთილი” (1994)
  • “ჯიბის ჰაერი” (2000)
  • “გზები და დღეები” (2005)
  • “ნეგატივი” (2010)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში საუკეთესო პოეტური კრებული. “ნეგატივი” (2010)