ზაზა თვარაძე

პოეტი, პროზაიკოსი

ზაზა თვარაძე დაიბადა 1957 წლის 18 მაისს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ “ბალავერის” მთავარი რედაქტორი და ჟურნალ “არილის” პროზის განყოფილების რედაქტორი. მწერალთა გაერთიანება “არილის” და “პენ-ცენტრის” წევრი. სიცოცხლეშივე გამოსცა ორი პოეტური და ორი პროზაული კრებული. რომანი “სიტყვები” პირველად დაიბეჭდა 1994 წელს ჟურნალ “ცისკარში”.

წიგნები:
  • “მოხეტიალე” . მოთხრობები ( 1999)
  • “ტან-ცზი სიცივეში”. ლექსები (2003)
  • Tyrannosaurus Rex“. ლექსები (2005)
  • “სიტყვები”. რომანი (2006)
  • “თავგადასავალი”. მოთხრობები და რომანი (2008)
  • “მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა”. საბავშვო ზღაპარი (2009)
  • “მხიარული ლანდები”. 11 საგა ექოებით და ფინალით (2011)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “გალა”, ნომინაციაში: “წლის საუკეთესო წიგნი ბავშვებისათვის” საბავშვო ზღაპრისათვის: “მონტებულსუ, ანუ ელის არაჩვეულებრივი თავგადასავალი” (სიკვდილის შემდეგ). (2009)