ზაზა ბურჭულაძე

პროზაიკოსი, სცენარისტი, მთარგმნელი

ზაზა ბურჭულაძე დაიბადა 1973 წლის 9 სექტემბერს, თბილისში.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია — მონუმენტურ-დეკორატიული მოხატვის ფაკულტეტი.

1998 წლიდან წერს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: “არილი”, “ალტერნატივა”, “ანაბეჭდი”, “ცხელი შოკოლადი”. ყოველკვირეულ ჟურნალში “ტაბულა” უძღვებოდა საკუთარ საავტორო სვეტს, რადიო “თავისუფლებაში” უძღვება საკუთარ ბლოგს.

ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფ. მ. დოსტოევსკის, ვ. სოროკინის, მ. ელიზაროვის, ა. ბიტოვის პროზა.

მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე.

2007 წელს შეასრულა მთავარი როლი მხატვრულ ფილმში “ჯაყოს ხიზნები” (ფილმი გადაღებულია ქართველი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით).

ბიბლიოგრაფია:
  • “ორი კანფეტი” (რომანი. გრეგორ ზამზას ფსევდონიმით, 1997)
  • “მესამე კანფეტი” (მოთხრობების კრებული. გრეგორ ზამზას ფსევდონიმით, 1998)
  • “შენ” (რომანი. გრეგორ ზამზას ფსევდონიმით, 1999)
  • “სულთათანა” (რომანი. გრეგორ ზამზას ფსევდონიმით, 2000)
  • “სიმფსონები” (რომანი, 2001)
  • “წერილი დედას” (რომანი, 2002)
  • “მინერალური ჯაზი” (რომანი, 2003)
  • “სახარება ვირისა” (გაგა ლომიძის კომენტარებით.  რომანი, 2004)
  • “ხსნადი კაფკა” (მოთხრობა, 2005)
  • “სხვა გასაღები” (საბავშვო კინოსცენარი, 2007)
  • “ფონოგრამა” (მოთხრობების კრებული, 2008)
  • adibas” (რომანი, 2009)
  • “ხსნადი კაფკა” (მოთხრობების კრებული, 2010)
კინოსცენარები:
  • “დედა” (მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 2005)
  • “სხვა გასაღები” (საქართველოს კინოცენტრის დაკვეთით, 2007)
თარგმანები:
  • “მინერალური ჯაზი”, რუსულ ენაზე, გამომცემლობა ad marginem (2007)
  • “ხსნადი კაფკა”, რუსულ ენაზე, გამომცემლობა ad marginem (2008)
  • adibas“, პოლონურ ენაზე, გამომცემლობა Claroscuro (2011)
  • adibas“, რუსულ ენაზე, გამომცემლობა ad marginem (2011
  • “ხსნადი კაფკა”, რუმინულ ენაზე, გამომცემლობა Сartier (2011)
  • “გასაბერი ანგელოზი”, გერმანულ ენაზე, გამომცემლობა Aufbau Verlag (2013)
  • “ადიბასი”, ინგლისურ ენაზე, გამომცემლობა Dalkey Archive Press (2013)
  • “გასაბერი ანგელოზი”, ფრანგულ ენაზე, გამომცემლობა L’Âge d’Homme (2013)
პრემიები და ჯილდოები:
  • ჯილდო “წინანდალი”, რომანისთვის “მინერალური ჯაზი” (2003)
  • ბაკურ სულაკაურის ჯილდო მოთხრობისთვის “Passive Attack” (2008)
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია “წლის საუკეთესო ქართული რომანი”, “გასაბერი ანგელოზი” (2011)