ზაალ სამადაშვილი

პროზაიკოსი, ესეისტი

ზაალ სამადაშვილი დაიბადა თბილისში 1953 წლისა 3 ოქტომბერს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობა “ბაბო დაჭრეს” გამოაქვეყნა 1983 წელს ჟურნალ “ცისკარში”. არის სცენარის ავტორი სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის “თემო”. ასევე დაწერილი აქვს სცენარი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “გარსევანი”. 2007 წელს, თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით დააარსა გალა (ლიტერატურული პრემია). 1989-1994 წლებში, გაზეთ “მამულისა” და “ქომაგის” რედაქციაში მუშაობდა. ამავე წლებში ჟურნალ “XX საუკუნე”-ს მთავარი რედაქტორი იყო. 2005-2007 წლებში თბილისის 53-ე საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2006 წლიდან ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი იყო, ხოლო 2008-2012 წლებში -თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

ბიბლიოგრაფია
  • “გიტარაზე ამოთქმულ ხრინწიან სიმღერასავით” (1994)
  • “როგორც ძველ იტალიურ ფილმებში (1999)
  • “ალი გამურულ შუშაში (2001)
  • “ბოშები” (2003)
  • “პლეხანოვური ამბები” (2004)
  • “როგორ უყვარდათ ერთმანეთი” (2004)
  • “სანდრო კანდელაკის ჩექმა” (2006)
  • “მოთხრობები ბიჭებისთვის” (2010)