ვახტანგ ჯავახაძე

პოეტი

ვახტანგ ჯავახაძე დაიბადა 1932 წლის 29 ივლისს, ქუთაისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა “სახელგამში” მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორად. გამომცემლობა “საქართველოს” მთავარი რედაქტორი იყო 1980 წლიდან.

ბიბლიოგრაფია
  • “საყვარელი ქარები” ლექსები (1959)
  • “ნაწვიმარი ქუჩები” ლექსები (1963)
  • “სამხრეთი” ლექსები (1970)
  • “მეშვიდე” ლექსები (1974)
  • “მარტი, აპრილი, მაისი” ლექსები (1977)
  • “შედარება” ლექსები (1980)
  • “უცნობი” აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა (პირველი გამოცემა, 1988)
  • “მომიკითხე ზღვა” ლექსები (1988)
  • “ვახტანგური” ლექსები (2012)
ჯილდოები და პრემიები
  • გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • ლიტერატურული პრემია “გალა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი. “უცნობი” (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა) (2008)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის (2011)
  • რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (2012)