ერლომ ახვლედიანი

პროზაიკოსი, სცენარისტი

დაიბადა 1933 წლის 23 ნოემბერს, თბილისში, გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს. 1957 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი. 1964 წელს მოსკოვში გაიარა უმაღლესი სასცენარო კურსები; იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი (1959-60), საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1967-68), კინოსტუდია “ქართულ ფილმთან” არსებული მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი (1971-72), სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორი (1979-87), თსთი სასცენარო ჯგუფის პედაგოგ-ხელმძღვანელი (1982-87, 1995-99).

წიგნები:
  • “ზარმაცი თაგუნას ამბავი”
  • “ვანო და ნიკო”
  • “კოღო ქალაქში”
სცენარის ავტორია ფილმებისა:
  • “სულელი ბროწეულის ხე” (1999)
  • “ერთაწმინდა” (1994)
  • “ნოე” (1991)
  • “ეი, მაესტრო!” (1987)
  • “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა” (1984)
  • “ქართლოსიანთა საკურთხეველი ” (1982)
  • “ცხელი ზაფხულის სამი დღე” (1981)
  • “ძნელი დასაწყისი” (1981)
  • “გზა შინისაკენ” (1981)
  • “არასერიოზული კაცი” (1980)
  • “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე” (1978)
  • “ბათა ქექია” (1978)
  • “ამაღლება” (1977)
  • “ივანე კოტორაშვილის ამბავი” (1974)
  • “საერთო კედელი” (1972)
  • “ფიროსმანი” (1969)
  • “უსახელო უფლისციხელი” (1968)
  • “აპრილი” (1962)