ერეკლე დეისაძე

პროზაიკოსი, პოეტი, მუსიკოსი

ერეკლე დეისაძე დაიბადა 1990 წლის 2 აპრილს, ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი. მუსიკალური კარიერა დაიწყო ჯგუფში “პარალელური თაობა”. პოლიტიკურ-რელიგიურ თემებზე დაფუძნებულ მის პირველ წიგნს, “საიდუმლო სირობა”, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რელიგიურ წრეებში წიგნი მკრეხელობად და რელიგიის, კერძოდ კი, მართლმადიდებლობის შეურაცხყოფად მონათლეს. გაიმართა საპროტესტო აქციები წიგნის გაყიდვიდან ამოღების მოთხოვნით. საზოგადოების მეორე ნაწილში კი პირიქით, მოწონება დაიმსახურა და ერეკლე დეისაძის მხარდასაჭერი აქციები მოაწყვეს. 2012 წელს დააარსა პანკ-ჯგუფი “40 კილომეტრში”. გადაიღო პოლიტიკური ხასიათის კლიპები. მონაწილეობა მიიღო კლიპში “სისტემა უნდა დაინგრეს”, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარ სკანდალს მიეძღვნა და ქართველმა არტისტებმა გააპროტესტეს ძალადობა ციხეებში.

წიგნები:
  • “საიდუმლო სირობა” (2010)
  • “დამლაგებელი” (2013)