ეკატერინე ტოგონიძე

პროზაიკოსი, ჟურნალისტი

ეკატერინე ტოგონიძე დაიბადა 1981 წლის 16 მარტს. სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1999-2000 წლებში სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის შემეცნებითი გადაცემის წამყვანი, 2000-2007 წლებში ახალი ამბების წამყვანი იყო. 2007-2009 წელებში კი დილის გადაცემა “ალიონი” მიჰყავდა. 2007 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასწავლის ტელეჟურნალისტის ოსტატობასა და მეტყველებას. გადაღებულია ორ ფილმში: 2008 წელს დოკუმენტურ ფილმში “სახლი სიხარულისა” და 2005 წელს კი ფილმში “გაფითრებული თებერვლის ლანდი”.

ბიბლიოგრაფია:
  • “ანესთეზია” მოთხრობების კრებული (2011)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის დებიუტი, კრებულისთვის “ანესთეზია” (2012)