დათო ტურაშვილი

მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი

დაიბადა 1966 წლის 10 მაისს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ასევე ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას — ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში. იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980–იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც — კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე. მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია “ჯინსების თაობა”, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თეატრალურ სარდაფში.

სცენარების გარდა, წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. საქართველოში გამოცემული აქვს 16 წიგნი.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნების ლიტერატურულ პერიოდიკაში. ევროპის ხუთ ქვეყანაში უკვე გამოიცა მისი რომანი “ჯინსების თაობა”. არის ქართული ბესტსელერების ავტორი და მიღებული აქვს მონაწილეობა ალპინისტურ ექსპედიციებში კავკასიონის, ანდებისა და ჰიმალაის მთებში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

ბიბლიოგრაფია:
  • მოთხრობების კრებული (1991)
  • “ნაცნობი და უცნობი ამერიკა” (1993)
  • “მარტოობის დღესასწაული” (1995)
  • “საით წავიდნენ შუმერები” (1997)
  • “ჩემი ირლანდიელი პაპა” (1999)
  • “კატმანდუ” (2000)
  • “ჩაძირული ქალაქის ღამე” (2003)
  • “ტიბეტი არ არის შორს” (2005)
  • “გურჯი ხათუნი” (2007)
  • “ჯინსების თაობა” (2009)
  • “შავი კეტები” (2010)
  • “მეცამეტე” (2011)
  • “ამერიკული ზღაპრები” (2011)
  • “მე რომ ფეხბურთელი ვიყო” (2011)
  • “დოდოს მოლოდინში” (2012)
  • “ტყეების მეფე” (2013)
პიესები:
  • “ერთ მშვენიერ დღეს” (1991), ქუთაისის დრამატული თეატრი
  • “დიალოგები მატარებელში” (1993), რუსთაველის სახელმწიფო თეატრი
  • “ხვალ თქვენს ეზოსაც გადაუფრენენ” (2007), თეატრი “მოდი ნახე”
  • “ტრუბადურები” (1997), მანჰეტენის თეატრალური სტუდია და ტყიბულის სახალხო თეატრი
  • “ჯინსების თაობა” (2000), თავისუფალი თეატრი
  • “მწვანე ჰორიზონტი” (2003), თბილისის თავისუფალი თეატრი
  • “ორი კუნძული შავ ზღვაში” (2005), ბოლნისის თეატრი
  • “საზღვარი” (2008), მარჯანიშვილის სახელობის თეატრი
  • “შავი კეტები” (2009), თავისუფალი თეატრი
  • “ევროჯორჯია” (2011), მარჯანიშვილის თეატრი
  • “დოდოს მოლოდინში” (2012), ახალციხის თეატრი
  • “დოდოს მოლოდინში” (2013), მარჯანიშვილის თეატრი
თარგმანები:
  • “ჯინსების თაობა”, ჰოლანდიურ ენაზე, მთარგმნელი: ინგრიდ დეხრავე, გამომცემლობა Cossee (2013)
  • “ჯინსების თაობა”, ხორვატულ ენაზე, გამომცემლობა Sandorf (2013)
  • “ჯინსების თაობა”, იტალიურ ენაზე, მთარგმნელი: ქეთევან ჩარკვიანი, გამომცემლობა Palombi (2013)
ჯილდოები და პრემიები:
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, ნომინაციაში წლის საუკეთესო პიესა. “შავი კეტები” (2008)