დათო ბარბაქაძე

პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი

დაიბადა 1966 წელს, თბილისში. 1991 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. 1991 წელს დააარსა სალიტერატურო ვიდეოჟურნალი “დათო ბარბაქაძის ჟურნალის” სახელწოდებით, რომელსაც პერიოდულად წარადგენდა თსუ-ში 1994 წლამდე. 1994 წელს თსუ-ში წაიკითხა თერთმეტი ლექციისგან შემდგარი კურსი, რომელიც მიეძღვნა მიმდინარე ევროპული ლიტერატურულ-ფილოსოფიური კონტექსტისა და მისი ისტორიის ანალიზს, ასევე — თვით დათო ბარბაქაძის პოეზიის თეორიული საფუძვლების კონკრეტულ ანალიზს. ამავე წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალი “პოლილოგი” (გამოიცა ოთხი ნომერი). 1996 წელს დააარსა სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთი “±ლიტერატურა” (გამოიცა ოთხი ნომერი).

1990 წლიდან 2001 წლამდე უძღვებოდა ფილოსოფიის ისტორიის, ფილოსოფიის შესავლის, ლოგიკის და ესთეტიკის აკადემიურ სალექციო კურსებს დედაქალაქის სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელში, 1998-2000 წლებში მუშაობდა მთარგმნელად ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ში.

2002-2005 წლებში, როგორც თავისუფალი ლიტერატორი, ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც, იმავდროულად, მიუნსტერის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, ძველ ისტორიას და სოციოლოგიას. 1998 წელს მისი თანამონაწილეობით, პარიზში გამომავალ ჟურნალ “MISSIVES“-ის ბაზაზე განხორციელდა ფრანგულ ენაზე თანამედროვე ქართული მწერლობის პირველი პოსტსაბჭოური რეტროსპექტული პროექტი, 2004 წელს კი, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ლიტერატურულ ჟურნალ “Salz“-ის (ავსტრია) ერთი ნომერი მთლიანად თანამედროვე ქართულ მწერლობას მიეძღვნა.

2005-2008 წლებში დათო ბარბაქაძე იყო სსიპ “ირმის ნახტომის” არასაგნობრივი პროექტების კოორდინატორი, 2009 წელს კი — სსიპ ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდის — რუსთაველის ფონდი — სამეცნიერო კონკურსების კოორდინატორი.

1990-იანი წლებიდან იგი სისტემურად ახორციელებს სასცენო და სცენის მიღმურ საგამომცემლო პერფორმანსებს.

მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოქვეყნებულია ფრანგულ, გერმანულ, ინგლისურ, ასევე პოსტსაბჭოეთის ხალხთა ენებზე, მისი პოეტური და ესსეისტური ტექსტები პერიოდულად იბეჭდება ევროპის ლიტერატურულ ჟურნალებსა და ანთოლოგიებში. საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული პრემია და სტიპენდია. არის რამდენიმე საერთაშორისო ლიტერატურული გაერთიანების და საზოგადოების წევრი.

პოეტური კრებულები:
  • “მივუსამძიმროთ შემოდგომას” (1991)
  • “ლოგიკის მონატრება” (1993)
  • “საკითხის დასმა” (1994)
  • “გამგზავრებამდე ერთი წუთით ან ერთი ცხოვრებით ადრე ” (1994)
  • “მხურავი” (1995)
  • “შეჯამების უარყოფა” (1999)
  • “არსებითი სვლები” (2001)
  • “ტბის სანაპიროს სიმღერები” (2004)
  • “ლექსები 1984-2004” (2008)
  • “ახალი პოეტური კრებულისთვის დაწერილი ლექსების კატალოგი” (2008)
  • Ars Poetica” (2010)
  • Das Dreieck der Kraniche” (ლუდვიგსბურგი, 2007)
  • Die Poetik der folgenden Sekunde” (კლაგენფურტი, 2008)
  • Wesentliche züze und zwölf andere Gedichte” (ნოიბიბერგი, 2010)
  • მეხსიერების დასაცავად (2013)
რომანები:
  • “მუტაცია” (1993)
  • “აქილევსის მეორე ქუსლი” (2000)
პროზაული კრებული:
  • “მცირე პროზა 1989-2010” (2011)
  • Die Leidenschaft der Märtyrer (ბერლინი, 2012)
ესსეები:
  • “პოეზია და პოლიტიკა” (1992)
  • “შემხვედრი წინააღმდეგობები” (1994)
  • “კითხვები და სოციალური გარემო ” (2000)
  • Fragmentarium I” (2007)
  • Fragmentarium II, III” (2008)
  • Fragmentarium IV” (2011)
  • Fragmentarium I – VII (2013)
მიმოწერის ლიტერატურა:
  • დ/დ (2006)
  • არარეალურად (2010)
  •  გაგრძელება (2012)
თარგმანები:
  • ჰანს არპის ლექსები (1992)
  • XX საუკუნის გერმანულენოვანი პოეზიიდან (1992)
  • ევროპული და ამერიკული პოეზიის ნიმუშები. I კრებული (1992)
  • II კრებული (1993)
  • ბრიტა შტაინვენდტნერის რომანი წითელი ტბორი (1992)
  • პაულ ცელანის ლექსები (1992)
  • გეორგ თრაკლის ლექსები (1999)
  • III კრებული (2001)
  • ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ლექსები (2002; 2007)
  • მარიანა გრუბერის ლექსები (2008)
  • XX საუკუნის ამერიკელი პოეტები (2008)
  • ერნსტ მაისტერის ლექსები (2009)
  • გარემოებათა კარნახით თარგმნილი (2011)
  • ბანეშ ჰოფმანის ბიოგრაფიული წიგნი ალბერტ აინშტაინზე (2012)
  • ვ. პაკის და ა. ბარანიუკის ბიოგრაფიული წიგნი რობერტ ფიშერზე (2012)
  • მე-20 საუკუნის გერმანულენოვანი პოეზია (2012)

დათო ბარბაქაძის ლექსები არაერთგზის არის თარგმნილი და გამოცემული გერმანულ, ფრანგულ, რუსულ ენებზე.