დავით ჩიხლაძე

პოეტი, ხელოვნების კრიტიკოსი, ესეისტი

დავით ჩიხლაძე დაიბადა 1962 წელს თბილისში. თარგმნა არაერთი ამერიკელი პოეტისა და თეორეტიკოსის ნაწარმოები. 1980-იანი წლების დასაწყისიდან რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს, როგორც არტ-კრიტიკოსი. იმავე პერიოდიდან იწყება მისი მონაწილეობა სხვადასხვა სამხატვრო აქციებსა და ინსტალაციებში, თეატრალურ და კინო პროექტებში საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 1994 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს თბილისის მარგო კორაბლიოვას პერფორმანსის თეატრს.

ბიბლიოგრაფია
  • “მოხეტიალე წვეთები”, პოეტური კრებული (2001)
  • “Книга реальности” (რუსულ ენაზე) (2004)
  • d/d” (2006)
  • Feminine/Feminine” რომანი (2007)
  • “დეკემბრის ღამეები” პოეტური კრებული (2008)