დავით რობაქიძე

პოეტი, ლიტერატურათმცოდნე

დავით რობაქიძე დაიბადა 1975 წელს. 1991 წელს დაამთავრა ჩხარის საშუალო სკოლა. 1993 წელს სწავლობდა მ. თოიძის სამხატვრო ლიცეუმში, ტაძართმშენებლობის ფაკულტეტზე. 1999 წელს კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში, ლიტერატურული დაოსტატების ფაკულტეტზე ჩააბარა. 2001 წელს ამავე ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. მისი ლექსები იბეჭდება ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში.

ბიბლიოგრაფია
  • რას ნიშნავს ადამიანი (2009)