დავით მაღრაძე

პოეტი

დავით მაღრაძე დაიბადა თბილისში, 1962 წლის 28 ივნისს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ “ცისკრის” მთავარი რედაქტორი, საქართველოს კულტურის მინისტრი, გაზეთ “ქომაგის” მთავარი რედაქტორი. 2011 წლის ნობელის პრემიის ნომინანტი ლიტერატურაში. საქართველოს ახლანდელი ჰიმნის ტექსტის ავტორი. დათო მაღრაძემ ებოლიში გამართულ პოეზიის მეხუთე საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. იყო საქართველოს პარლამენტის წევრი.

პოეტური კრებულები
  • “შენთვის” (2008)
  • “შეჩერდი, წამო!” (2008)
  • “ქარი ფოთლების ბილეთს არიგებს” (2006)
  • “SALVE: ლექსები” (2004)
  • “ნიკალა: ლექსებ”ი (2002)
  • “მეფური ნაკლი: ლექსები” (2001)
  • “გახუნებული აფიშა: ლექსები” (1998)
  • “ლექსები: კრებული” (1994)
  • “შანდლის ასული” ლექსები (1990)
  • “მარულა” ლექსები (1987)
  • “გულო, ჩადექ საგულესა” ლექსები (1984)