გურამ ჯახუტაშვილი

პოეტი

გურამ ჯახუტაშვილი დაიბადა 1983 წელს, თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის განხრით. წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 1998-2002 წლებში მისი ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 2000 წელს გამოიცა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ერთი ლექსის თარგმანების კრებული, სადაც ორი თარგმანი გურამ ჯახუტაშვილს ეკუთვნის. გარდა ამისა, 1998-2013 წლებში მან თარგმნა ჰერმან ჰესეს, ჰაინრიხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკესა და ემილი დიკინსონის შემოქმედება.

ბიბლიოგრაფია:
  • “თევზის ოთახი” ლექსები (2013)