გურამ ოდიშარია

პოეტი, პროზაიკოსი

გურამ ოდიშარია დაიბადა 1951 წლის 24 სექტემბერს სოხუმში. 1975 წელს დაამთავრა აფხაზეთის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა სოხუმის რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად, აფხაზეთის საოლქო გაზეთის კორესპონდენტად, აფხაზეთის მწერალთა კავშირის ლიტერატურულ კონსულტანტად, ჟურნალ “რიწის” მთავარ რედაქტორად, გამომცემლობა “მერანის” აფხაზეთის ფილიალის დირექტორად. 1969 წელს დაიბეჭდა მისი პირველი ლექსი. ავტორია ცხრა პოეტური და ათი პროზაული წიგნის, რამდენიმე პიესის, კინო და ტელესცენარის. ცნობილია მისი რომანები “შავი ზღვის ოკეანე”, “სოხუმში დაბრუნება” და “პრეზიდენტის კატა”, ასევე მისი პიესა “…ზღვა, რომელიც შორია”, რომელიც დადგა რეჟისორმა თემურ ჩხეიძემ. მისი ნაწარმოები თარგმნილია ინგლისურ, რუსულ, უკრაინულ, აფხაზურ, თურქულ, სომხურ, იტალიურ ენებზე.
2012 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრად.

ბიბლიოგრაფია:
  • “საგალობლები შენთვის” ლექსები (1978)
  • “მშვიდობა სახლსა ამას” ლექსები (1982)
  • “უნებლიე ვედრებანი” ლექსები (1984)
  • “წვიმის გამოხმობა” პოემები (1984)
  • “შვიდი სურათი ბავშვისათვის” ლექსები, პოემა (1986)
  • “სალამია” მოთხრობები, ლიტ. ზღაპრები (1988)
  • “შუაღამის ხე” ლექსები (1990)
  • “ზღვის გასაღები” ლექსები (1991)
  • “სონატა სოხუმზე და შენზე” ლექსები (1994)
  • “სოხუმში დაბრუნება” (1995)
  • “სოხუმში მოსალოდნელია წვიმა” (1997)
  • “შავი ზღვის ოკეანე” რომანი (2000)
ჯილდოები და პრემიები:
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია
  • გამომცემლობა “ლომისის”პრემია
  • საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრემია
  • გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემია
  • ჩეხოვის ოქროს მედალი
  • ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის პრემია “ოქროს ფრთა”