გიორგი მირზაშვილი

პოეტი, მხატვარი

გიორგი მირზაშვილი დაიბადა 1961 წელს ქ. თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, ფერწერის ფაკულტეტი. 1987-1990 წლებში სწავლობდა უჩა ჯაფარიძის სახელობის ფერწერის შემოქმედებით სახელოსნოში. 1984 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ. 2008 წელს დაიბეჭდა გიორგი მირზაშვილის ლექსების კრებული. მხატვრის ნამუშევრები დაცულია ჯი-ემ-თი ჯგუფის კოლექციაში (სასტუმრო თბილისი მარიოტი და სასტუმრო ქორთიარდ მარიოტი), ასევე კერძო კოლექციებში: საქართველოში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ჰოლანდიაში, აშშ-სა და ავსტრიაში.

ბიბლიოგრაფია
  • “ნატერფალი” ლექსები (2013)
  • “ოცდაცამეტი ლექსი” (2012)
  • “წარმტაცი ქალაქი” ლექსები (2009)
  • “სახანძრო დაფა” ლექსები (2008)
  • “მარშრუტი #48” ლექსები (2003)