გიორგი მაისურაძე

მწერალი, ფილოსოფოსი

გიორგი მაისურაძე დაიბადა 1970 წელს თბილისში. სწავლობდა ისტორიას, ფილოსოფიას და კულტურის ისტორიას თბილისის, საარბრიუკენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 2009 წელს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო. 2010 წლიდან ილია ჭავჭავაძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. სტუდენტობის წლებში, გერმანიაში ცხოვრებისას დაწყებული ექსპერიმენტი, რომელიც ავტორმა მოგვიანებით საქართველოშიც გააგრძელა და ამის საფუძველზე, 6 წლის განმავლობაში (1993-1998) მინიმალისტური მოთხრობების მთელი სერია შეიქმნა… პაროდიული ტექსტების ციკლს საფუძვლად პირველი მოთხრობა, “მეცხრე სიმფონია”, დაედო.

წიგნები
  • “Genese und Genealogia” (ბერლინი, 2013)
  • “მართლმადიდებლური ეთიკა და არათავისუფლების სული” (2013)
  • “KILL თბილისი” (2013)
  • “დაკარგული კონტექსტები” (2012)
  • “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” (2011)
  • “აპოკალიპტური მხეცი” (2011)
  • “სქესები და ცივილიზაცია” (1998)
ჯილდოები და პრემიები
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისთვის, “ჩაკეტილი საზოგადოება და მისი დარაჯები” (2012)
  • ლიტერატურული პრემია “საბა”, წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა, “დაკარგული კონტექსტები” (2013)