გიორგი ბუნდოვანი

პოეტი, მულტიმედია არტისტი

გიორგი ბუნდოვანი დაიბადა 1969 წელს, თბილისში.

1990 წლიდან აქტიურად იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთში, ალმანახსა და სხვა სახის პერიოდიკაში (“რუბიკონი”, “მესამე გზა”, “ალტერნატივა” და სხვა). 1991 წელს პოეტ ზურაბ რთველიაშვილთან ერთად ჩამოაყალიბა “ქართველ პოეტთა ორდენი “ქრონოფაგები” — მეორე ოფიციალური პოეტური საძმო საქართველოში “ცისფერყანწელთა ორდენის” შემდგომ. “ქრონოფაგების” ეგიდით გამოიცა ორი პოეტური ერთობლივი კრებული: “ქრონოფაგები” (1992), “ანომალიური პოეზია” (1993).

პოეტური კრებულები:
  • “სიწყნარის დაკანონება”
  • “ათვლის წერტილი” (პოეტ მარიკა ჟორჟოლიანთან ერთად)
  • რჩეული “ანტიყოფის მანიфესტი”